2025 წელს ქართული ახალგაზრდული ფეხბურთი 50 000-მდე ბავშვს აერთიანებდა — მაგრამ მონაცემები ჯერ კიდევ ფურცელზე ან დაკარგულ Excel-ის ფაილებში ინახებოდა, რეგიონებს შორის კი ერთიანი სისტემა არ არსებობდა.
სკაუტებს უჭირდათ ტალანტების შემჩნევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფედერაციას არ ჰქონდა ცოცხალი მონიტორინგი, მატჩის შემდეგ სტატისტიკა იკარგებოდა, ხოლო ოქმების შევსება მსაჯების მიერ ხელით, ფურცელზე ხდებოდა.
შოთა აბაშიძემ, გიორგი ხილაძემ, გიგა ანანიძემ და რეზო ხინიკაძემ კარგად იცოდნენ ეს გამოწვევები — და ხედავდნენ, რამხელა შესაძლებლობა გაჩნდებოდა, თუ მთელი ეს პროცესი ერთ ციფრულ სივრცეში მოექცეოდა.
2026 წელს ოფიციალურად დავაარსეთ SportGen. დღეს ჩვენ ვქმნით ერთიან პლატფორმას, სადაც ფედერაცია, კლუბი, მწვრთნელი, მოთამაშე, მსაჯი და სკაუტი ერთ ციფრულ გარემოში თანამშრომლობენ.

