SPORTGEN · ცნობარი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
აქ აღწერილია SportGen-ის საჯარო ვებსაიტზე ინფორმაციის გამოყენება და ჩვენთან დაკავშირების გზები.
სამუშაო ვერსია · განახლებულია 4 ოქტომბერს, 2026
პოლიტიკის ფარგლები
ეს გვერდი ეხება საჯარო ვებსაიტს. SportGen-ის სხვა აპლიკაციებში ანგარიშით სარგებლობის, ტურნირზე რეგისტრაციის ან გადახდისას გაეცანი შესაბამისი სერვისის მონაცემთა დამუშავების პირობებს.
როცა გვიკავშირდები
ფორმაში შეიტანება სახელი, ელფოსტა, წერილის თემა და ტექსტი; ორგანიზაციის მითითება არასავალდებულოა. ფორმა მონაცემებს გადასცემს შენს ელფოსტის პროგრამას წერილის მოსამზადებლად და ავტომატურად არ აგზავნის. გაგზავნის შემდეგ SportGen იღებს წერილს კომპანიის Gmail მისამართზე. გამოიყენე მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც საკითხის განხილვას სჭირდება.
მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება შენი შეკითხვის გასაგებად, პასუხის გასაცემად და შენ მიერ მოთხოვნილი კომუნიკაციისთვის. არ გამოგზავნო პაროლები, საბანკო მონაცემები, პირადობის დოკუმენტები ან ბავშვის ჯანმრთელობის ინფორმაცია ამ ფორმით.
ბრაუზერის პარამეტრები
საიტი შენს მოწყობილობაზე იმახსოვრებს არჩეულ ენას და მიმდინარე ჩანართში საწყისი ანიმაციის ჩვენებას. შენახვის მიზნები და წაშლის გზები აღწერილია ქუქიებისა და ადგილობრივი საცავის პოლიტიკაში.
საჯარო სპორტული ინფორმაცია
საიტზე შეიძლება გამოჩნდეს მოთამაშის სახელი, ფოტო, კლუბი და სპორტული სტატისტიკა. სატესტო მონაცემები ოფიციალურ რეესტრს არ წარმოადგენს. არაზუსტი ან არასასურველი მასალის შესახებ მოგვწერე კონკრეტული გვერდის ბმულით. ბავშვის შესახებ საკითხისას მიუთითე, რა კავშირი გაქვს მასთან; დამატებით მონაცემებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოვითხოვთ.
სერვისები და მონაცემების მიმოცვლა
ვებსაიტის გახსნისას ჰოსტინგის სერვისს გადაეცემა მოთხოვნის ტექნიკური ინფორმაცია, მაგალითად IP მისამართი და ბრაუზერის მონაცემები. ტურნირების ჩატვირთვა უკავშირდება SportGen Arena-ს; გარე სურათების არსებობისას ბრაუზერი შეიძლება მათ მიმწოდებელსაც დაუკავშირდეს. გაგზავნილი ელფოსტის დამუშავებაში მონაწილეობს ელფოსტის მიმწოდებელი. პარტნიორის ბმულის გახსნისას მოქმედებს მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
შენახვის ვადა · სატესტო მაგალითი
საილუსტრაციო ვადა: მიმოწერის დასრულებიდან 12 თვე. ეს ვადა სამუშაო ვერსიის ნაწილია და არ აღწერს კომპანიის დადასტურებულ შენახვის პრაქტიკას.
შენი ინფორმაციის შესახებ მოთხოვნა
შეგიძლია მოგვმართო შენ შესახებ ინფორმაციის მიღების, გასწორების, წაშლის ან დამუშავების შეზღუდვის მოთხოვნით, კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მოთხოვნის დასამუშავებლად შესაძლოა საჭირო იყოს შენი ვინაობის ან წარმომადგენლობის გადამოწმება. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია იხილე საქართველოს კანონში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.
კომპანიის რეკვიზიტები · სატესტო მონაცემები
ქვემოთ მოცემული რეკვიზიტები საილუსტრაციოა და არ წარმოადგენს კომპანიის დადასტურებულ იურიდიულ მონაცემებს.
- სახელწოდება
- შპს „სპორტგენი“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 000000000
- იურიდიული მისამართი
- საქართველო, ბათუმი, სატესტო ქუჩა №1
დაგვიკავშირდი
კითხვებისთვის ან ინფორმაციის შესასწორებლად მოგვწერე llcsportgen@gmail.com-ზე ან დაგვირეკე +995 577 03 38 19.